პიცა „ასორტი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
რძე ან წყალი 2 ჭიქა
კვერცხი 4ც.
შაქარი 2 ს/კ.
მარილი 2/4 ჩ/კ.
საფუარი (დროჟი) 50გრ.
ზეთი 6 ს/კ.
შიგთავსი:
ძეხვი 200გრ.
სოსისი 2ც.
ყველი 300გრ.
დამარინადებული კიტრი 5ც.
კეჩუპი 4ს/კ.
მაიონეზი 2 ს/კ.
პომიდორი და სოკო გემოვნებით.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ საფუარი და გავხსნათ თბილ
წყალში, გავაჩეროთ 10–15 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი, გაცრილი ფქვილი, ზეთი და
მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური), მომზადებული ცომი ჩავდოთ ჯამში,
წავუსვათ ზეთი, დავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით. მომზადებული ცომი
გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული ცომი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე. სოკო დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. ძეხვი, სოსისი და
კიტრი დავჭრათ წვრილად. პომიდორი დავჭრათ მრგვალად. ყველი გავხეხოთ. გაბრტყელებულ
ცომებს წავუსვათ კეჩუპი და მაიონეზი, შემდეგ თავზე მოვაწოყოთ ფენებად: ძეხვი,
სოსისი, კიტრი, სოკო, პომიდორი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 35 წუთის განამავლობაში.
|