პიცა „4 ყველი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
რძე ან წყალი 1 ჭიქა
კვერცხი 2ც.
შაქარი 1 ს/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
ზეთი 3 ს/კ.
შიგთავსი:
ყველი (მოცარელა ან ნებისმიერი მდნარი
ყველი) 200გრ.
ყველი (Горганзола)
100გრ.
ყველი (Чеддер) 100გრ.
ყველი (Пармезана) 100გრ.
ზეთი, კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ საფუარი და გავხსნათ თბილ
წყალში, გავაჩეროთ 10–15 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი, გაცრილი ფქვილი, ზეთი და
მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური), მომზადებული ცომი ჩავდოთ ჯამში,
წავუსვათ ზეთი, დავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით. მომზადებული ცომი
გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ ზეთი,
მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ოთხივე სახეობის დაჭრილი ყველი, თავზე მოვაყაროთ
გახეხილი ყველი (Пармезана) და გამოვაცხოთ აირღუმელში, მომზადების შემდეგ
მოვაყაროთ დაჭრილი კამა.
|