პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
საფუარი (დროჟი) 8გრ.
თბილი წყალი 125მლ.
ზეთი 5 ს/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
ძეხვი 10–12 ნაჭერი
ყველი 150გრ.
ხახვი 1 თავი
ნიორი 1 კბილი
ტომატ–პასტა 1–2 ს/კ.
პომიდორი 200გრ.
ბროკოლი (კომბოსტო) 100გრ.
ზეთი 2–3 ს/კ.
წითელი დაფქვილი წიწკა გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს ავურიოთ საფუარი, წყალი, 5 ს/კ. ზეთი, ცოტა მარილი და მოვზილოთ
ცომი მიქსერით. დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით. ხახვი და ნიორი
დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში. დავამატოთ ტომატ–პასტა, წვრილად დაჭრილი
პომიდორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და ვთუშოთ 10 წუთით თავდახურულად. ბროკოლი
გავასუფთავოთ, დავშალოთ ყვავილებად, მოვწალოთ ადუღებულ წყალში დაახლოებით 3 წუთის
განმავლობაში და გადმოვიღოთ დუშლაკზე. აირღუმელი გავაცხელოთ 200*–მდე, ცომი
გადავზილოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავყოთ შუაზე და ორივე ნაწილი გავაბრტყელოთ
ცალცალკე, შემდეგ მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ირგვლივ გვერდები
გადავუკეცოთ, წავუსვათ მომზადებული პომიდვრის სოუსი, დავაწყოთ ძეხვის ნაჭრები და
მოწალული ბროკოლი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში 25 წუთი. (მეორე
პიცაც შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე მეთოდით და სურვილისამებრ მოვაყაროთ კრევეტები).
|