პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 400–500გრ.
რძე 250მლ.
საფუარი (დროჟი) 2 ჩ/კ.
კვერცხი 1ც.
მცენარეული ზეთი 1 ს/კ.
შაქარი 2 ჩ/კ.
მარილი 2 ჩ/კ.
შიგთავსი:
კვერცხი 2ც.
ყველი (ბრინზა) 200გრ.
ყველი (მაგარი) 100–150გრ.
ლორი 150გრ.
მომზადება:
რძე ცოტათი გავაცხელოთ, დავამატოთ საფუარი,
შაქარი, ავურიოთ და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ საფუარიან მასას დავამატოთ კვერცხი,
ზეთი, მარილი, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ელასტური, რბილი ცომი, ცომს გადავაფაროთ
ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად რამოდენიმე საათი. კვერცხი ავთქვიფოთ,
დავამატოთ გახეხილი ყველი (ბრინზა) და კარგად ავურიოთ. მაგარი ყველი გავხეხოთ
ცალკე ჯამში. ლორი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მომზადებული ცომი გავყოთ 4–5
ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ
ფორმაზე, შემდეგ თითოეულ ცომს გვერდები კარგად გადავუკეცოთ (რათა სითხე არ
გადმოვიდეს), თითოელში მოვათავსოთ 3–4 ს/კ. ფარში (ყველიან–კვერცხიანი მასა),
ფარშზე დავაწყოთ ლორის ნაჭრები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 25–30 წუთის განმავლობაში.
|