პიცა
მასალა:
გამოდის 4 პორიცა:
ცომი:
კვერცხი 3ც.
მარგარინი 200გრ.
რძე 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 30გრ.
მარილი დანის წვერით
შაქარი 3–4 ს/კ.
ფქვილი რამდენსაც შეიზელს.
შიგთავსი:
ძეხვი (ან სოსისი), მაიონეზი, კეჩუპი, ყველი , კონსერვირებული სოკო
(დაჭრილი) გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავხსნათ რძეში, დავამატოთ კვერცხი, გამდნარი მარგარინი,
მარილი, შაქარი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ ცელოფანში და შევინახოთ 1 საათით
მაცივარში (საყინულეში). აღნიშნული დროის შემდეგ, გამოვიღოთ საყინულედან ცომი,
გავაბრტყელოთ თხლად (სისქით ნახევარი სანტიმეტრი), გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ მაიონეზი, თავზე
მოვაწყოთ დაჭრილი ძეხვი, სოკო, მოვასხათ კეჩუპი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი,
შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 10–15 წუთი.
|