პიცა
მასალა:
პურის ფქვილი 1კგ.
მინერალური წყალი (გაზგასული) 600მლ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
ზეთი 4 ს/კ.
ღორის ხორცის ფარში 500გრ.
ხახვი 3 თავი
ყველი 200გრ.
კიტრის მწნილი 3ც.
ბულგარული წიწაკა 2ც.
თავშავა (ორეგანო) , ტომატ პასტა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავძრათ ცოტა რაოდენობის წყალში, დავამატოთ ზეთი, ჩავასხათ
გაცრილ ფქვილში, დავასხათ მინერალური წყალი და მოვზილოთ ელასტიური ცომი. ცომი
მოვათავსოთ ჯამზე, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 2 საათი, როდესაც
ცომი ამოვა, გადავზილოთ ერთხელ და დავდგათ ისევ თბილ ადგილას. ცომი გავაბრტყელოთ
თხლად, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, ცომს წავუსვათ ტომატ პასტა, ღორის ხორცის
ფარში მოვთუშოთ დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და
მოვათავსოთ ტომატწასმულ ცომზე, ფარშის ზემოდან მოვათავსოთ, წვრილად დაჭრილი კიტრის
მწნილი, კიტრზე მოვათავსოთ მრგვალად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბოლოს მოვაყაროთ
გახეხილი ყველი, თავშავა და გამოვაცხოთ 240* ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.
|