ორცხობილის (პეჩენიის)
ტორტი
მასალა:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი 6 ს/კ.
კარაქი 200გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
ნებისმიერი ოთკუთხედი ფორმის
ორცხობილა, რაოდენობა სურვილისამებრ.
გახეხილი შოკოლადი და ქოქოსის ფანტელები ტორტზე მოსაყრელად.
მომზადება:
სასურველ ფორმას წავუსვათ ცოტა წყალი (რათა პეჩენიები ფორმას კარგად
დაეკროს), ორცხობილები დავაწყოთ მთლიან ფორმაზე, წავუსვათ კრემი, შემდეგ კვლავ
დავაწყოთ ორცხობილები, დავკრემოთ და ასე გავიმეოროთ მანამ სანამ ორცხობილა და
კრემი არ გათავდება, ბოლო ფენას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფხვნილი ორცობილა, გახეხილი
შოკოლადი და ქოქოსის ფანტელები. შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათი
დასარბილებლად.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ
ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და
მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ
ავთქვიფოთ.
|