ოჯახური
მასალა:
საქონლის ხორცი 1კგ.
კარტოფილი 1კგ.
ხახვი 2–3
წითელი ღვინის ძმარი 2 ს/კ.
მზესუმზირის ზეთი შესაწვავად
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ხმელი ქონდარი 1 ჩ/კ.
დაფქული შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ საშუალო სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ ქონდარი, ხმელი
ქინძი, შავი პილპილი, მარილი, მოვასხათ ძმარი, შემდეგ ჯამს დავაფაროთ თავზე და
შევდგათ ნახევარი საათით საყინულეში. კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ დუშლაკზე
გასაშრობად. ხორცი მოვათავსოთ ტაფაზე, დავასხათ ზეთი, დავაფაროთ თავზე, დავდგათ
ნელ ცეცხლზე და ვთუშოთ 1 საათის განმავლობაში. ხორცის მომზადებამდე 30 წუთით ადრე გაზქურაზე დავდგათ მეორე ტაფა,
დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ, დავყაროთ კარტოფილი და ვწვათ მომზადებამდე დაახლოებით
20 წუთი. მომზადებულ კარტოფილს მოვაყაროთ მარილი. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად, ხორცის მომზადებამდე 5 წუთით
ადრე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ავურიოთ, მოვუმატოთ ცეცხლს და ვწვათ 5–7 წუთი. სუფრაზე გატანის წინ, ღრმა თეფშზე მოვათავსოთ მომზადებული ხორცი,
გარშემო შემოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და გავაფორმოთ მწვანილით. (ეს კერძი სუფრაზე გავიტანოთ ცხლად).
|