ნეაპოლური პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 200გრ.
ზეთი 2 ს/კ.
რძე 1/2 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 15გრ.
მარილი ცოტა.
შიგთავსი:
ყველი 200გრ.
პომიდორი 500გრ.
სოსისი (სარდელი) 5ც.
დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავძრათ
თბილ რძეში, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავაჩეროთ
თბილ ადგილას 1 საათი. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე,
მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვაწყოთ კანგაცლილი მრგვალად დაჭრილი პომიდორი, შემდეგ
კუბიკებად დაჭრილი სოსისი, მოვაყაროთ წიწაკა და ცოტა გახეხილი ყველი. შევდგათ
გაცხელებულ აირღუმელში, ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
|