ნადუღის და პიტნის
ხინკალი
მასალა:
სულგუნი 160გრ.
ნადუღი 100გრ.
პიტნა 20გრ.
მწვანე აჯიკა
გემოვნებით.
მომზადება:
ყველი ჩავდოთ ადურებულ
წყალში სადაც გადაიქცევა წელვად (პლასტიკურ) მასად. ყველის მასა გავაბრტყელოთ დიდ
რგოლად და ამოვჭრათ 3 მრგვალი ფირფიტა, დანარჩენი ყველი კვლავ ჩავუშვათ ცხელ
წყალში, რის შემდეგადაც მისგან ამოვწიოთ მაკარონის მაგვარი ზოლები. სულგუნის
ფირფიტაზე მოვათავსოთ ნადუღის 1/3 ნაწილი, რომელშიც უკვე დამატებულია პიტნა და
მწვანე აჯიკა, შევახვიოთ მეშოკისებურად და შევკრათ მომზადებული სულგუნის ზოლით
(ასევე გავაკეთოთ დანარჩენი ორივე ფირფიტაც), მოვათავსოთ თეფშზე,
მოვუწყოთ გვერდზე სულგუნის ზოლები და გავაფორმოთ პიტნის ფოთოლით.
|