მუსაკა
მასალა:
საქონლის ხორცის ფარში 500გრ.
კარტოფილი 5ც.
ბადრიჯანი 3–4ც.
ბულგარული წიწაკა 3ც.
პომიდორი 2ც.
ნიორი 2–3 კბილი
ყველი 100გრ.
ხახვი 2–3 თავი
ზეთი შესაწვავად
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ
მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში. კარტოფილი გავასუფთავოდ, დავჭრათ მრგვალად
და შევწვად ნახევრად (თითოეული მხარე 2 წუთი). ბულგარული წიწკა დავჭრათ წვრილად და
შევწვათ ზეთში. პომიდორს მოვაცალოთ კანი და დავაბლენდეროთ ან გავატაროთ
ხორცსაკეპმანქანაში. ხორცის ფარშს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი
ნიორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ზეთში, დავამტოთ დაბლენდერებული
პომიდორი და ვთუშოთ 10 წუთი. ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე მოვათავსოთ შემწვარი კარტოფილი,
შემდეგ ფენად შემწვარი ბადრიჯანი, შემწვარი ბულგარული წიწაკა, მომზადებული ფარში,
ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში მომზადებამდე.
|