მოხარშული ბრინჯი მწვანე ბარდით
მასალა:
ბრინჯი 1 ჭიქა
მწვანე ბარდა 100გრ.
კარქი 50–60გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში (წყალი თუ არ ჩაიშრო გადავწუროთ).
მწვანე ბარდას დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ წყალი
გადავწუროთ. ბარდას დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ
მარილი, პილპილი კარგად ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე და ვთუშოთ 5–7 წუთი.
|