მექსიკური ბლინი
მასალა:
სიმინდის ფქვილი 1 ჭიქა
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
წყალი ნახევარჭიქაზე მეტი
არაჟანი 3 ს/კ.
ოხრახუში 1 კონა
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
შევურიოთ სიმინდის და პურის ფქვილი ერთმანეთში, დავამატოთ მარილი,
ნელთბილი წყალი, კვერცხი, კარგად ავურიოთ, რომ მივიღოთ ბლინის ცომი. ოხრახუში
დავჭრათ წვრილად, დავამატოთ არაჟანი, მოვაყაროთ მარილი (შეგვიძლია დავამატოთ ნიორი
და წიწაკაც), ავურიოთ. მომზადებული ცომისგან შევწვათ ბლინები ზეთში ორივე მხრიდან.
სუფრაზე გავიტანოთ მომზადებულ არაჟანთან ერთად.
|