მარწყვის ვარენიკი
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
იოგურტი 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
მარწყვი, შაქარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი და მარილი გავცრათ, დავამატოთ კვერცხი, დავასხათ 2/3 იოგურტი
და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ პატარა რგოლები.
მარწყვი დავჭრათ, ავურიოთ დარჩენილი იორგუტი, მოვაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ.
მომზადებული მასა მოვათავსოთ ცომის რგოლებზე, გვერდები კარგად შევუკრათ და
მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში.
|