მაკარონი ნივრის სოუსით იტალიურად
მასალა:
მაკარონი 100გრ.
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
ნიორი 1 თავი
ქინძი 1–2 ძირი
ზეთი შესაწვავად
წითელი ცხარე წიწაკა, ხმელი ქინძი, ხმელი რეჰანი და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და
მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელში. ნიორი დავნაყოთ და შევწვათ ზეთში, დავამატოთ
ტომატ–პასტა, წითელი ცხარე წიწაკა, ხმელი ქინძი, ხმელი რეჰანი, მარილი, დავასხათ
ცოტა ადუღებული წყალი, კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ გაზქურაზე 5 წუთი, შემდეგ მოვასხათ
მოხარშულ მაკარონს, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
|