მაკარონი ნაღების სოუსით
მასალა:
მაკარონი 100გრ.
ნაღები 50გრ.
კარაქი 30გრ.
ყველი 50გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი
მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და მოვათავსოთ სასურველ
ჭურჭელში. კარაქი და ნაღები გავაცხელოთ ტაფაზე, დავამატოთ გახეხილი ყველი,
მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ, მოვასხათ მაკარონს და კარგად ავურიოთ. სუფრაზე გატანის
წინ მოვაყაროთ პილპილი.
|