მაჩანკა
მასალა:
ღორის ხორცი (რბილობი) 50გრ.
კვერცხი 1ც.
პურის ფქვილი ნახევარი ჭიქაზე ცოტა მეტი
წყალი
200მლ.
ნაღები 3 ს/კ.
ზეთი შესაწვავად
შავი პილპილი, მუსკატის კაკალი და მარილი
გემოვნებით.
მწვანილი გასაფორმებლად.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ
მარილი, წყალი კვერცხი და მოვამზადოთ ბლინის ცომი. შევწვათ საშუალო ზომის ბლინები.
ხორცი დავჭრათ და შევწვათ, დავამატოთ 1 ს/კ. პურის ფქვილი, კარგად ავურიოთ, შემდეგ
დავამატოთ ნაღები, მუსკატის კაკალი, პილპილი, მარილი და ვთუშოთ კიდევვ რამოდენიმე
წუთი. შემწვარი ბლინები მოვათავსოთ თეფშზე და დავამატოთ მომზადებული ხორციანი
მასა, გავაფორმოთ მწვანილით. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|