ლორის რულეტები
მასალა:
ლორი 500გრ.
სოკო (ქამა, შამპინიონი) 200გრ.
ხორცი ფარში (საქონლის ან ღორის) 300გრ.
კვერცხი 2ც.
ხახვი 2 თავი
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი)
ზეთი შესაწვავად
ხმელი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ხორცის ფარში შევწვათ ზეთში, დავამატოთ
წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი სოკო და ხახვი, მოვაყაროთ ხმელი ქინძი, წვრილად
დაჭრილი ოხრახუში, დაფქვილი ორცხობილა (სუხარი), ქონდარი, მარილი, წიწაკა და
კარგათ ავურიოთ. მიღებული ფარშისგან გავაკეთოთ პატრა ბურთები და თითოეულს
შემოვაკრათ ლორის ნაჭერი. გამოვაცხოთ აირღუმელში. გავაფორმოთ მწვანილით.
|