ლობიო ტომატის სოუსში
მასალა:
წითელი ლობიო 1კგ.
სტაფილო 2ც.
ხახვი 3 თავი
ნიორი 4 კბილი
ტომატპასტა 7ს/კ
წყალი 1ჩ/ჭ
ძმარი 3ს/კ.
გატარებული ნიგოზი 1 ჩ/ჭ
ზეთი, ნედლი ქინძი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მოხარშული კვერცხი, სალათის ფოთოლი და მწვანილი გასაფორმებლად.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ და წყალი გადავასხათ. წვრილად დაჭრილი ხახვი და
სტაფილო მოვთუშოთ (ტაფაზე)ზეთში, დავამატოთ ტომატპასტა, ნიგოზი, ძმარი, დანაყილი
ნიორი, დაჭრილი ქინძი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მარილი კარგად ავუროთ და
გავაჩეროთ გაზქურაზე 5 წუთი, შემდეგ დავასხათ წყალი და როდესაც ადუღდება
გადამოვდგათ გაზქურიდან. მომზადების შემდეგ სოუსი მოვასხათ მოხარშულ ლობიოს,
კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ თეფშზე პორციებად და გავაფორმოთ მოხარშული კვერცხით,
სალათის ფოთოლით და მწვანილით.
|