ლობიო იმერულად
მასალა:
ლობიო (თეთრი ან წითელი) 500გრ.
ხახვი 2–3 თავი
ბულგარული წიწაკა 1ც. (უმჯობესია თუ წითელი იქნება, თუმცა მწვანეც
შეიძლება)
პომიდორი 1–2ც.
მზესუმზირის ზეთი (სუნის
გარეშე) დაახლოებით ნახევარი ჭიქა
დაფნის ფოთოლი 2ც.
ნიორი 2 კბილი
ნიახური 1 კონა
ქინძი 1 კონა
ხმელი ქინძი 1ჩ/კ.
ოხრახუში 1 კონა
რეჰანი 1 კონა
ქონდარი 1 პატარა კონა
პიტნა 3-4 ტოტი
ცხარე წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო გავრეცხოთ დავასხათ წყალი და დავდგათ გაზქურაზე, ხარშვის დროს
ლობიოს ორჯერ გამოვუცვალოთ წყალი, ვხარშოთ თავდახურულ მდგომარეობაში (მთლიანად არ
დავაფაროთ), მოხარშვის ბოლოს ლობიოს წყალი ძლივს უნდა ფარავდეს. ღრმა ქვაბში ცოტათი გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ მასში წვრილ კუბიკებად
დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა, ეს ყველაფერი შევწვათ ოქროსფერი ფერის
მიღებამდე, შეწვის დროს შეგვიძლია დავამატოთ დაფნის ფოთოლი, შეწვის დასრულებამდე
დავამატოთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და კარგად მოვთუშოთ, შემდეგ დავასხათ
მოხარშულ ლობიოს, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, ხმელი ქინძი, დანაყილი
ნიორი, წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ დავდგათ გაზქურაზე და ვთუშოთ 10 წუთი,
შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და ჩავჭყლიტოთ
ერთიანი მასის მიღებამდე.
|