ლობიო ბოსტნეულით
მასალა:
თეთრი ლობიო 100გრ.
სტაფილო 3ც.
ხახვი 3 თავი
ბულგარული წიწაკა 2ც.
ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.
ნიორი 5 კბილი
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ, წყალი გადავუწუროთ.
ბულგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვთუშოთ ზეთში,
შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო და ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ
დავამატოთ ტომატ–პასტა, (სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა ადურებული წყალი)
მოხარშული ლობიო, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და ვთუშოთ 10 წუთი.
|