ხორცის და ყველის ხინკალი
მასალა:
პურის ფქვილი 1კგ.
კვერცხი 2ც.
საქონლის ხორცი 500გრ.
ხახვი 5 თავი
სულგუნი 1კგ.
კარაქი 100გრ.
ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხისგან, წყლისგან, მარილისგან და ფქვილისგან მოვზილოთ მაგარი
ცომი. ორჯერ გატარებულ საქონლის ხორცს და ხახვს დავამატოთ წვრილად დაჭრილი
მწვანილები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, 1 ჭიქა წყალი, კარაქი, გახეხილი ყველი და
კარგად ავურიოთ. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ჭიქით რგოლები, თითოეული რგოლი
გავაბრტყელოთ, თითოეულის ცენტრში მოვათავსოთ ფარში და შევახვიოთ. შეხვეული
ხინკლები მოვხარშოთ ადურებულ მარილიან წყალში. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ სასურველ
ჭურჭელში და მოვაყაროთ შავი პილპილი.
|