ხორცი ყველით
მასალა:
საქონლის ხორცი (რბილობი) 500გრ.
ყველი 400გრ.
მაიონეზი 100გრ.
მარინადისთვის:
ძმარი 2 ს/კ.
ხახვი 2–3 თავი
პილპილი და მარილი გემოვნებით
მოცხარის ჯემი 2–3 ს/კ.
მომზადება:
ხორცი დავჭღათ სასურველი ზომის ნაჭრებად, დავამატოთ
ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, ძმარი, მოცხარის ჯემი, პილპილი, მარილი,
კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 15–20 წუთი. დამარინადებული ხორცი მოვათავსოთ
ფორმაზე, თავზე მოვაწყოთ ხახვი (რომელიც მარინადისთვის გამოვიყენეთ), წავუსვათ
ზეთი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, გამოვაცხოთ აირღუმელში 180–200* ტემპერატურაზე
დააახლოებით 30–35 წუთის განმავლობაში, სუფრაზე გავიტანოთ კითრთან და პომიდორთან
ერთად, თავზე მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
|