ხორცი კვასში
მასალა:
საქონლის ხორცი 500 გრ
კვასი ნახევარი ლიტრი
ხახვი 2 თავი
ზეთი შესაწვავად
ხმელი ქინძი, კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში, დავამატოთ საშუალო ზომის
ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და წვენს როცა გამოყოფს ჩავსახთ კვასი (კვასი ხორცს ცოტათი
უნდა ფარავდეს), ვთუშოთ 1 საათის განმავლობაში (ხანდახან ჩავამატოთ კვასი, რათა
შევინარჩუნოთ მისი დონე) შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი კამა, მარილი ქინძი, წიწაკა და
ვთუშოთ კიდევ 15 წუთი. მომზადების შემდეგ მოვათავსოთ სალათის ფოთოლზე.
|