ხორცი კარტოფილით კორეულად
მასალა:
ხორცი (200 საქონლის და 200 ღორის) 400გრ.
კარტოფილი 500გრ.
ნიორი 3 კბილი
ზეთი შესაწვავად
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მაიონეზი თავზე მოსასხმელად.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ. კარტოფილი გავასუფთავოდ, დავჭრათ
პატარა კუბიკებად და შევწვათ ცალკე ზეთში. შემდეგ დავამტოთ შემწვარი ხორცი,
მოვაყროთ მარილი, პილპილი, დანაყილი ნიორი კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ
გაზქურიდან. თავზე მოვასხათ მაიონეზი.
|