ხაჭოს ტორტი
ორცხობილით
მასალა:
ხაჭო 200გრ.
კარაქი 100გრ.
რძე 0,5 ჭიქა
შაქარი, კაკაო, ვანილი და ქიშმიში გემოვნებით.
ნებისმიერი ოთკუთხედი ფორმის
ორცხობილა (პეჩენია), რაოდენობა სურვილისამებრ.
მინანქარი (გლაზური):
რძე 3 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
კარაქი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
თითოეული ორცხობილა (პეჩენია) ამოვავლოთ რძეში და დავაწყოთ თანაბარ
ფენად ფოდნოსზე, წავუსვათ ქიშმიშიანი კრემი, შემდეგ ისევ დავაწყოთ რძეში
ამოვლებული ორცხობილები, წავუსვათ კაკაოიანი კრემი და ამგვარი თანმიმდევრობით
დავკრემოთ ორცხობილები. ბოლო ფენას მოვასხათ მხოლოდ მინანქარი (გლაზური).
კრემის მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ დარბილებული კარაქი, შაქარი, ვანილი და კარგად
ავთქვიფოთ. მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად, ერთში დავამატოთ ქიშმიში ხოლო
მეორეში კაკაო.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ
ავურიოთ კარაქი და ვანილი.
|