ხაჭოს პიცა
მასალა:
ცომი:
ხაჭო 250გრ.
პურის ფქვილი 2 ჭიქა
სოდა ნახევარი ჩაის კოვზი
რძე 1 ჭიქა
შაქარი 40გრ.
შიგთავსი:
მოხარშული ძეხვი 150გრ.
კიტრის მწნილი 2ც.
სტაფილო 1ც.
ბულგარული წიწკა 3ც. (ფერადები)
ხახვი 1 თავი
სოკო (ქამა „შამპინიონი") 200გრ.
ყველი 100გრ.
მაიონეზი 2 ს/კ.
კეჩუპი 2 ს/კ.
ზეთი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ სოდა, შაქარი, რძე, ხაჭო და მოვზილოთ ცომი,
ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 45 წუთით. ბულგარული წიწაკა
დავჭრათ მრგვალად, სტაფილო დავჭრათ კუბიკებად, ხახვი დავჭრათ წვრილად და ყველაფერი
მოვთუშოთ ზეთში. სოკო შევწვათ ცალკე ზეთში, ძეხვი დავჭრათ კუბიკებად. მომზადებული
ცომი გამოვიღოთ საყინულიდან, გავაბრტყელოთ თხლად, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე,
წავუსვათ კეჩუპი და მაიონეზი ერთმანეთში არეული, ზევიდან მოვაწყოთ დაჭრილი ძეხვი,
შემდეგ შემწვარი სოკო, მოვაყაროთ მოთუშული ბოსტნეული, ბოლო მოვაყაროთ გახეხილი
ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|