ქათმის სუპი ბოსტნეულით
მასალა:
ქათამი 300–400გრ.
კარტოფილი 3–4ც.
სტაფილო 1ც.
კვერცხი (მოხარშული) 1ც.
ლიმონი 1ც.
ოხრახუში, კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ
წყალი და დავდგათ გაზქურაზე. სანამ ქათამი იხარშება, კარტოფილი გავასუფთავოთ და
დავჭრათ პატარა კუბიკებად, სტაფილო გავხეხოთ, მოხარშული კვერცხი დავჭრათ მრგვალად,
ლიმონი დავჭრათ მრგვალად, მწვანილები დავჭრათ წვრილად. როდესაც ქათამი ნახევრად
მოიხარშება, ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, გახეხილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და
წიწაკა. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ დაჭრილი მწვანილები და კარგად ავურიოთ.
მომზადებული სუპი ამოვიღოთ პორციებად ღრმა თეფშზე და თითოეულზე დავამატოთ
თითო–თითო ნაჭერი ლიმონი და კვერცხი.
|