ქათმის სუპ–პიურე
მასალა:
ქათამი 200გრ.
ზეთი 1 ს/კ.
ხახვი 10გრ.
ნაღები 1 ს/კ.
კვერცხის გული (ყვითრი) 1ც.
წყალი 750მლ.
თეთრი პური 300გრ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პური დავჭღათ
კუბიკებად და გამოვაშროთ გაცხელებულ აირღუმელში ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ქათამი
მოვხარშოთ 750მლ. წყალში, შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან (ბულიონი შევინახოთ) და
გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ, ქათმის ფარშს დავამატოთ ნაღები,
კვერცხის გული და კარგად ავურიოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, შევწვათ ზეთში და
ჩავასხათ შენახულ ქათმის ბულიონში. მომზადებულ ბულიონში ჩავაწყოთ ქათმის ფარში,
მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ვხარშოთ 5 წუთი. მომზადების შემდეგ ავურიოთ დაჭრილი
გამომშრალი პური და გავაფორმოთ მწვანილით. (სურვილისამებრ შეგვიძლია ხახვთან ერთად
მოვთუშოთ სტაფილო).
|