ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსში
მასალა:
ქათმის ფილე 500 გრამი
ფორთოხალი 1ც.
1ც. ლიმონის წვენი
იოგურტი ხილის გარეშე 3 ს/კ.
შავი ჩაი 2 ს/კ.
ხახვი 1 თავი
ნიორი 2 კბილი
ზეთი შესაწვავად
წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფორთოხალს გამოვწუროთ წვენი, კანი გავხეხოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ
დანაყილი ნიორი, მოვასხათ ჩაი, ფორთოხლის და ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წიწაკა,
მარილი და კარგად ავურიოთ. ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვასხათ
მომზადებული ხახვის მარინადი და შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით. 1
საათის გასვლის შემდეგ დამარინადებული ქათამი გამოვიღოთ საყინულედან, მოვათავსოთ
ცხიმდასხმულ ტაფაზე, დავასხათ მარინადი და ვთუშოთ 20 წუთი, შემდეგ დავამატოთ
გახეხილი ფორთოხლის კანი 2 ს/კ, იოგურტი და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. გავაფორმოთ
მწვანილით და ფორთოხლის ნაჭერით.
|