ქათმის კისრები ბრინჯით და შავი ქლიავით
მასალა:
ქათმის კისერი 500გრ.
მოხარშული ბრინჯი 300გრ.
შავი ქლიავი 150გრ.
სტაფილო 1–2ც.
ხახვი 1–2ც.
ჯანჯაფილი 1 ჩ/კ.
პაპრიკა 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით
ზეთ შესაწვავად.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად,
სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვთუშოთ ზეთში დაახლოებით 10 წუთი.
დავამატოთ ქათმის კისერი, გარეცხილი ქლიავი, დავასხათ წყალი ისე რომ 1სმ.
ფარავდეს. ვთუშოთ 30 წუთი. შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი, ვთუშოთ 10 წუთი, დავამატოთ
მარილი, სუნელები, ავურიოთ და გავაჩეროთ გაზქურაზე კიდევ 15 წუთი.
|