ქათმის კატლეტები შავი ქლიავის ჩირით
მასალა:
ქათმის ფარში 500გრ.
შავი ქლიავის ჩირი 100გრ.
ხახვი 2 თავი
პომიდორი 2ც.
ყველი 80გრ.
კვერცხი 1ც.
მაიონეზი, მწვანე ხახვი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ფარშს
დავამატოთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.
მიღებული ფარშისგან გავაკეთოთ კატლეტები, თითოეულ კატლეტში მოვათავსოთ ქლიავის
ძირი და შევწვათ. თითოეულ კატლეტზე დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, წავუსვათ მაიონეზი, დავადოთ ყველის ნაჭერი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხავი და გამოვაცხოთ
10 წუთი.
|