ქათმის გულები ნიგვზით
მასალა:
ქათმის გულები 1კგ.
წითელი წიწაკა 3ც.
ნიორი 3 კბილი
თეთრი ღვინო 1 ჭიქა
ნიგოზი 1 ჭიქა
ნაღები ნახევარი ჭიქა
პრასი, კამა, ქინძი და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ქათმის გულები შევწვათ ზეთში, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ღვინო და
ვთუშოთ 10 წუთი, შემდეგ დავამატოთ ნაღები, დაჭრილი პრასი, წიწაკა, კამა, ქინი,
დანაყილი ნიორი, გატარებული ნიგოზი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ 5–10 წუთი. სუფრაზე
გავიტანოთ მოხარშულ მაკარონთან ერთად, გავაფორმოთ მწვანილით.
|