ქათმის გულები არაჟანში
მასალა:
ქათმის გული 500გრ.
არაჟანი 3 ს/კ.
ხახვი 1–2ც.
სტაფილო 1ც.
კარაქი 50გრ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოვთუშოთ ზეთში. ქათმის გულები
გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, დავამატოთ მოთუშულ ბოსტნეულს, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა
და ვთუშოთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კარაქი, ავურიოთ და ვთუშოთ
თავდახურულ მდგომარეობაში 15 წუთი. სუფრაზე გავიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან,
ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად.
|