ქათმის ღვიძლი პომიდვრით
მასალა:
ქათმის ღვიძლი 600გრ.
ყველი 150გრ.
ხახვი 1–2 თავი
პომიდორი 2ც.
ნიორი, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული ღვიძლი და წვრილად დაჭრილი ხახვი დავყაროთ ტაფაზე,
მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში 6 წუთი, შემდეგ მოვათავსოთ ფორმაზე, დავამატოთ
დაჭრილი ქინძი, ნიორი, მოვაწყოთ პომიდორის ნაჭრები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი,
შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
|