ქათმის ბულიონი
მასალა:
ქათამი 500გრ.
კარტოფილი 3ც.
სტაფილო 1ც.
ხახვი 1–2ც.
დაფნის ფოთოლი 1ც.
კამა ან ოხრახუში, ზეთი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი დავჭრათ სასურველ ზომის ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ
წყალი და ვხარშოთ 30 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული ქათამი და ჩავდოთ ახალ
ქვაბში, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, დავდგათ
გაზქურაზე, როდესაც წყალი ადუღდება დავამატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი
გათლილი კარტოფილი, გახეხილი სტაფილო და ვხარშოთ 20 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაფნის
ფოთოლი, დაჭრილი კამა ან ოხრახუში და გამოვრთოთ გაზქურა. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|