ქათმის ბარკლები სუნელებით
მასალა:
ქათმის ფეხი 5ც.
მაიონეზი 2 ს/კ.
ნიორი 5 კბილი
პაპრიკა, მიხაკი, ხმელი ქინძი, ჯანჯაფილი, შავი პილპილი და მარილი
გემოვნებით. მომზადება:
ქათმის ფეხები მოვათავსოთ ჯამზე, მოვაყაროთ პაპრიკა, მიხაკი, ხმელი
ქინძი, ჯანჯაფილი, შავი პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ დანაყილი
ნიორი, მაიონეზი, ავურიოთ და შევდგათ საყინულეში 3 საათი. გამოსაცხობ ფორმაზე
გავშალოთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ საყინულიდან გამოვიღოთ შესუნელებული ქათმის ფეხები,
დავაწყოთ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 220* ტემპერატურაზე 45 წუთის
განმავლობაში.
|