ქათმის ალადები
მასალა:
ქათმის ფილე 500გრ.
მაიონეზი 2 ს/კ.
პურის ფქვილი 2 ს/კ.
ხახვი 1 თავი
კვერცხი 1ც.
ზეთი შესაწვავად.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ფილე გავატაროთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი,
მაიონეზი, ფქვილი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ფარში
ტაფაზე მოვათავსოთ სველი კოვზით და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. გავაფორმოთ ზეთისხილით და კიტრის მწნილით.
|