ქათამი „შუბაში"
მასალა:
ქათმის ბარკლები 1კგ.
კარტოფილი 1კგ.
სტაფილო 1ც.
ხახვი 1 თავი
ბულგარული წიწაკა 1ც.
არაჟანი 1 ქილა
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი, მოვასხათ არაჟანი და კარგად ავურიოთ. ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ 5 წუთი. ქათმის ბარკლები გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი,
წიწაკა და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ქათმის ბარკლებს თავზე
წავუსვათ არაჟანი, შემდეგ დავამტოთ მოთუშული ბოსტნეული ბოლო ფენად დავფაროთ
კარტოფილი–არაჟნით, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 200* ტემპერატურაზე დაახლოებით 1
საათი.
|