ქათამი რძეში
ქართულად
მასალა:
ქათმი 1ც.
რძე
1ლ.
ყველი
400-500გრ.
ხახვი 4 თავი
ხმელი
ზაფრანა
1 ჩ/კ.
ხმელი
პიტნა 1–2
ს/კ. (თუ
ნედლი გვაქვს 2 პატარა ძირი)
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად,
დაჭრილი ქათმის ნაჭრები ჩავაწყოთ ქვაბში, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავდგათ ნელ
ცეცხლზე და ვთუშოთ 20–25 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავასხათ რძე, დავამატოთ
ზაფრანა, პიტნა, მარილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვთუშოთ 10 წუთი. ყველი დავჭრათ
პატარა კუბიკებად, გაზქურა გამოვრთოთ, ქვაბი არ გადმოვდგათ გაზქურიდან, დავამატოთ
დაჭრილი ყველი და 5–7 წუთის შემდეგ ამოვურიოთ. (კერძი მზადაა).
|