ქათამი ნივრით და პაპრიკით
მასალა:
ქათამი 1ც.
პაპრიკა 1 1/2 ს/კ.
ძმარი 1 1/2 ს/კ.
თაფლი 1 1/2 ს/კ.
ნიორი 2 თავი
მარილი 1/2 ჩ/კ.
პილპილი 1/2 ჩ/კ.
მწვანე ხახვი 8ც.
მომზადება:
აირღუმელი გავაცხელოთ 220*–ზე. გამოსაცხობ ფორმაზე გავშალოთ ფოლგა.
პაპრიკას დავამატოთ წიწაკა, ძმარი, მარილი, თაფლი, დანაყილი ნიორი, კარგად
ავურიოთ, მიღებული მასა წავუსვათ ქათმის ნაჭრებს და მოვათავსოთ ფოლგაზე, ვწვათ 30
წუთის განმავლობაში, შემდეგ ქათმის ნაჭრები გადავაბრუნოთ, დავამატოთ მწვანე ხახვი
და ვწვათ კიდევ 15–20 წუთი, სანამ ქათამი არ შეიწვება.
|