ქათამი „მზიანი"
მასალა:
ქათმის ფილე 500გრ.
სტაფილო 500გრ.
ნიორი 2 კბილი
პურის ფქვილი 1 ჭიქა (პლიუს 3 ს/კ. ფქვილი ამოსავლებად)
კვერცხი 5ც.
ქონდარი, როზმარინი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, ქონდარი, როზმარინი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 10 წუთი.
სტაფილო გავასუფთავოთ, გავხეხოთ, დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი, კვერცხი, დანაყილი
ნიორი და კარგად ავურიოთ. ქათმის ფილე ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ ამოვავლოთ
მომზადებულ სტაფილოს მასაში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
|