ქათამი არაჟნით და ყველით
მასალა:
ქათამის ბარკალი 2ც.
არაჟანი 1 ჭიქა
ნიორი 2 კბილი
ყველი 50გრ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამს წავუსვათ მარილი, წიწაკა და მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე.
არაჟანს დავამატოთ დანაყილი ნიორი, გახეხილი ყველი, კარგად ავურიოთ და დავასხათ
ქათამს, დავაფაროთ ფოლგა, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ ფოლგიანად 40 წუთი. შემდეგ
ვაცხოთ ფოლგის გარეშე შებრაწვამდე.
|