ქართული სალათა „ვაშლი და წიწაკა"
მასალა:
ვაშლი (მჟავე) 3ც.
ბულგარული წითელი წიწაკა 1ც.
ოხრახუში საშუალო კონა
არაჟანი 3 ს/კ.
შაქარი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ვაშლი გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად და ჩავუშვათ 10 წუთით ცივ
წყალში, რომელშიც დავამატებთ 1 ჩ/კ. ლიმონის მჟავას. ბულგარული წიწაკა გავასუფთავოთ მარცვლებისგან და დავჭრათ კუბიკებად.
ვაშლი ამოვიღოთ წყლიდან, დავამატოთ ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში,
არაჟანი, შაქარი, მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი, კარგად ავურიოთ და შევდგათ
საყინულეში 20 წუთით. სუფრაზე გატანის წინ გავაფორმოთ მწვანილით.
|