კირკაჟი
მასალა:
წითელი ლობიო 500გრ.
ნიორი 2 კბილი
ქინძი 50გრ.
ნიგოზი 1/2 ჭიქა
ღვინის ძმარი 1 ს/კ.
ხახვი 1 თავი
წითელი დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ (ოღონდ მარცვლები არ უნდა ჩაიშალოს), გადმოვიღოთ
დუიშლაკზე, ლობიოს ნახარში დაახლოებით 1/2 ჭიქა შევინახოთ. ნიგოზი გავატაროთ
ნიორთან ერთად ხორცსაკეპმანქანაში, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავასხათ შენახული
ლობიოს ნახარში, ძმარი და კარგად ავურიოთ. მოხარშული ლობიო მოვათავსოთ სასურველ
ჭურჭელში, მოვასხათ ნიგვზის სოუსი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მრგვალად
დაჭრილი ხახვი.
|