კარტოფილის ჩხირები
მასალა:
კარტოფილი 500გრ.
კვერცხი 1ც.
ნიორი 2 კბილი
პურის ფქვილი 1 ჭიქა
არაჟანი 30გრ.
სეზამის მარცვალი 1 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ, მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. დავამატოთ
მარილი, წიწაკა, არაჟანი, დანაყილი ნიორი, ფქვილი, კვერცხი და გავაკეთოთ ცომი.
მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ კალბასისებურად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად
(ჩხირებად). მომზადებული ჩხირები მოვათავოსთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე,
მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და გამოვაცხოთ აირღუმელში 200* ტემპერატურაზე.
|