კარტოფილის ალადები
მასალა:
კარტოფილი 1კგ.
ხახვი 3 თავი
ზეთი 1/2 ჭიქა
პურის ფქვილი 1/2 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში 3 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ 2 ს/კ ზეთში. კარტოფილი
გავასუფთავოდ, მოვხარშოთ და ჩავჭყლიტოთ (დავამატოთ ცოტა ნახარში), შემდეგ
დავამატოთ მოთუშული ხახვი, ოხრახუში, ფქვილი, მარილი და კარგად ავურიოთ.
მომზადებული მასა პატარა პორციებად მოვათავსოთ გაცხელებულ ცხიმდასხმულ ტაფაზე და
შევწვათ ორივე მხრიდან. გავაფორმოთ
მწვანილით.
|