კარტოფილი სოსისით
მასალა:
კარტოფილი 10ც.
სოსისი 3–4ც.
ხახვი 3 თავი
კვერცხი 3ც.
რძე 1/2 ჭიქა
ყველი 200გრ.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ კუბიკებად და მოვთუშოთ ზეთში ოქროსფერი ფერის
მიღებამდე. კარტოფილი გავასუფთავოდ, დავჭრათ მრგვალად და შევწვათ ორივე მხრიდან
ზეთში, მოვაყაროთ მარილი. სოსისი მოვხარშოთ და დავჭრათ მრგვალად. ტაფას ან
გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, მოვაწყოთ კარტოფილი, შემდეგ სოსისი, ხახვი,
შემდეგ ისევ კარტოფილი, სოსისი და ხახვი ბოლოს დავაფაროთ კარტოფილი, მოვასხათ
ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევწვათ.
|