კარტოფილი „ანნა" ფრანგულად
მასალა:
კარტოფილი 500გრ.
კარაქი 70გრ.
დაფქვილი წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ, დავჭრათ სიგრძეზე წვრილად, წავუსვათ წიწაკა,
მარილი და მოვათავსოთ რამოდენიმე ფენად ცხიმწასმულ (ცხიმი ტაფას კარგად წავუსვათ)
ტაფაზე, თითოეული კარტოფილის ფენას წავუსვათ კარაქი, დავაფაროთ თავზე და შევდგათ
კარგად გაცხელებულ აირღუმელში ნახევარი საათით, შემდეგ კარტოფილი გადავაბრუნოთ და
გავაჩეროთ აირღუმელში კიდევ 5 წუთი თავსახურის გარეშე.
|