კამის რულეტი
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
შაქარი 1 ს/კ.
მცენარეული ზეთი 3 ს/კ.
საფუარი დროჟი 20გრ.
წყალი 1 ჭიქა
მარილი 1/2 ჩ/კ.
შიგთავსი:
კამა 4-5 კონა
მცენარეული ზეთი 3-4 ს/კ.
ჩაი 2 ს/კ.
ცერეცოს თესლი 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ შაქარი, საფუარი, მარილი, ზეთი, წყალი და
მოვზილოთ ცომი. დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად (ამოსვლის პერიოდში ცომი ორჯერ
გადავზილოთ). მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თხლად, წავუსვათ ზეთი მოვაყაროთ
დაჭრილი კამა და გადავახვიოთ რულეტისებურად. მომზადებული რულეტი მოვათავსოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, გავაჩეროთ 15–20 წუთი თბილ
ადგილზე, შემდეგ ზედაპირზე წავუსვათ მაგარი ჩაი მოვაყაროთ ცერეცოს თესლი და
გამოვაცხოთ აირღუმელში 180–200* ტემპერატურაზე მომზადებამდე. მომზადების შემდეგ
სუფრაზე გატანის წინ დავჭრათ და გავაფორმოთ კამით.
|